საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ევროპოლში, ქ. ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.
რატომ აირჩიეთ GIPA?
ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, რომ GIPA-ს ჰქონდა საზაფხულო სკოლა. 2009 წელს გადავწყვიტე გამევლო საზაფხულო სკოლის კურსი საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში. საზაფხულო სკოლის პერიოდში მივხვდი, რომ თუ კურსი ასეთი საინტერესო და ინოვაციურია, რამდენად კარგი იქნებოდა თუ მაგისტრის ხარისხს სწორედ GIPA-ში მოვიპოვებდი. მართლაც, სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების შემდეგ ზუსტად ისეთი გარემო დამხვდა, როგორიც წარმომედგინა, მაღალკვალიფიციური ლექტორები, რომლითაც GIPA ყოველთვის გამოირჩევა, სწავლისთვის საკმაოდ კარგი გარემო, საინტერესო საგნები და მეგობრები, რომლებიც სწავლის პერიოდში GIPA-ში შევიძინე.
როგორ შეაფასებდით მიღებული განათლების ხარისხს GIPA-ში?
GIPA-ში მიღებული განათლების ხარისხს საკმაოდ დადებითად შევაფასებდი. GIPA-ს დასრულების შემდეგ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტში მოვიპოვე მაგისტრის მეორე ხარისხი იმავე სპეციალობით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ GIPA-ში მიღებული განათლების ხარისხი, ისევე როგორც ლექტორების კვალიფიკაცია, ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა, იმ უნივერსიტეტს სადაც მოვიპოვე მაგისტრის მეორე ხარისხი, ამით მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტორს, რომ საქართველოშიც არის შესაძლებელი ხარისხიანი და კვალიფიციური განათლების მიღება.
რამდენად შეუწყო ხელი GIPA-ში მიღებულმა ცოდნამ თქვენს კარიერულ განვითარებას?
GIPA გარდა იმისა, რომ საკმაოდ მრავალფეროვან და საინტერესო სამაგისტრო პროგრამას გვთავაზობს, ასევე ზრუნავს საკუთარი კურსდამთავრებულების დასაქმებაზე. სწორედ GIPA-ს დახმარებით და ლექტორების რეკომენდაციით დავიწყე მოგვიანებით სამსახური.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ რითი იყო განსაკუთრებული GIPA-ს სტუდენტური ცხოვრება?
GIPA არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ძალიან კარგი მეგობრები, ადამიანები, რომლებიც აუცილებლად იქნებიან წარმატებულები. პირად მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ GIPA 12 წლის წინ დავამთავრე, რამდენიმე კურსელთან, ისევე როგორც ლექტორთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ამასთანავე, GIPA ახალისებს ბევრ სტუდენტურ აქტივობას და ძალიან კარგი ადგილია ინიციატივების განსახორციელებლად.
გაუწევთ თუ არა GIPA-ს რეკომენდაციას და თუ კი, რატომ?
GIPA-ს აუცილებლად გავუწევდი რეკომენდაციას. მიზეზი, რატომაც ადამიანებს ვურჩევ GIPA-ში ჩაბარებას ძალიან მარტივია, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ერთ სივრცეში მიიღოთ ხარისხიანი განათლება, შეიძინოთ მეგობრები და მაქსიმალურად შეძლოთ თქვენი იდეების განხორციელება.