სანდრო ინაშვილი
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.
რატომ აირჩიეთ GIPA?
მე რომ მაგისტრატურაზე ჩაბარება გადავწყვიტე, ჯიპა უკვე გამორჩეული ინსტიტუტი იყო. სადაც არ ვიკითხე ან წავედი, ყველა ჯიპას უწევდა რეკომენდაციას. წარმატებასთან და უკეთეს პერსპექტივასთან ასოცირდებოდა.
როგორ შეაფასებდით მიღებული განათლების ხარისხს GIPA-ში?
დღემდე ჯიპაში მიღებული ცოდნით მოვდივარ. ყველგან გზას მიკვალავს.
რამდენად შეუწყო ხელი GIPA-ში მიღებულმა ცოდნამ თქვენს კარიერულ განვითარებას?
პირდაპირ დაკავშირებულია. ჯიპაში მიღებული ცოდნა პროფესიის შეძენაში დამეხმარა.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ რითი იყო განსაკუთრებული GIPA-ს სტუდენტური ცხოვრება?
უწყვეტი აღმოჩენების და ტრანსფორმაციის პერიოდი იყო.
გაუწევთ თუ არა GIPA-ს რეკომენდაციას და თუ კი, რატომ?
თუ ხარისხიანი განათლების მიღება გსურთ, ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა ამის ძალიან კარგი საშუალებაა.